|
2019-05-31 15:09:16, 1460 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა ფოთის პორტზე: დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა, ინვესტორის რეაქცია გადაჭარბებულია
„ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი მოვისმინეთ გუშინ, სიმართლე კი არის ერთი: ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა - ეს იყო მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი, რომელიც, ამასთან ერთად, დარღვევით იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია. ამ დოკუმენტის გაცემა არ ყოფილა შეთანხმებული ჩემთან - ეს განმარტება ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ნათია თურნავას შეფასებით, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა, აშკარად გადაჭარბებული იყო ინვესტორის მიერ გამოხატული რეაქცია და აჟიოტაჟი, რაც აზიანებს ანაკლიის პროექტს. „გარდა ამისა, სამწუხაროა, რომ იმდენი სახელი და გვარი დასახელდა გუშინ, რომლებიც თითქოს პორტთან კავშირში ფიგურირებენ, რომ თავად ფოთის პორტის მმართველი კომპანია დარჩა გაკვირვებული, თურმე რამდენი „პარტნიორი" ჰყოლია საქართველოში“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)