|
2015-01-23 11:10:42, 7538 ნახვა
კულტურა
დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები ისრაელში გამოიფინა
საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის Homo Georgicus-ის ნაშთები ისრაელის ზემო გალილეის პრეისტორიის მუზეუმში გამოიფინა. გამოფენა გალილეის მუზეუმში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, ისრაელის სახლისა (თბილისი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ინიციატივას წარმოადგენდა, რომლის განხორციელებაც აღნიშნულ მუზეუმში ისრაელის სახლის (თბილისი) დამფუძნებლის, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს მიერ გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა. ღონისძიების პირველ ნაწილში ისრაელის პრეისტორიის მუზეუმს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან დაახლოებით 1,8 მილიონი წლით დათარიღებული ქალისა და მამაკაცის - ზეზვასა და მზიას თავის ქალების ასლები გადაეცა. მეორე ნაწილში კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა - დავით ლორთქიფანიძემ თელ-ხაის აკადემიურ ინსტიტუტში ლექცია წაიკითხა. დავით ლორთქიფანიძე გამოფენის წინა დღეს მოხსენებით წარსდგა, აგრეთვე, იერუსალიმის უნივერსიტეტშიც. თელ-ხაის ინსტიტუტში მის ლექციაზე დასასწრებად ისრაელის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ჩავიდნენ თელ-ავივიდან და იერუსალიმიდან, მიუხედავად იმისა, რომ პრეისტორიის მუზეუმი და თელ-ხაის ინსტიტუტი მდებარეობს გოლანის მაღლობთან, ისრაელ-სირიის საზღვარზე, სადაც უკანასკნელი დღეების მანძილზე განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობაა და არ წყდება ტერორისტული აქტები. პრეისტორიის მუზეუმში დმანისელი ადამიანის - უძველესი ჰომინიდების თავის ქალების გამოფენას და ლექციას დაესწრნენ საქართველოს ელჩი ისრაელში - პაატა კალანდაძე და ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ქნესეთის ვიცე-სპიკერი - ხილიკ ბარი. ღონისძიება ქართული კლასიკური სიმღერებით დახურა ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა - ქრისტინე ჯაფარიძემ. გამოფენის შემდეგ დელეგაციის წევრებმა აღნიშნული გამოფენის მნიშვნელობა შეაფასეს. „Homo Georgicus-ის გამოფენა ისრაელში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ 2015 წელს ორგანიზებული პირველი ღონისძიებაა. ეს არის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის ახლებური ხედვა, რომელიც ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოებრივი კავშირების გაღრმავებას ემსახურება. ამ წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირ კავშირებზე, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით. ეს ღონისძიება კი შეიძლება შეფასდეს, როგორც პირველი ნაბიჯი ზემოთხსენებული მიზნების მიღწევის გზაზე“, – აღნიშნა იციკ მოშემ. ქნესეთის ვიცე-სპიკერის, ხილიკ ბარის თქმით, საქართველო-ისრალის ბიზნეს პალატის ინიციატივას, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი კავშირების უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანის საქმეში, ისრაელის პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. როგორც ხილიკ ბარიმ აღნიშნა, ის განსაკუთრებით აფასებს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის საქმიანობას ამ მიმართულებით და თავის მხრივ, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის ყველაფერს გააკეთებს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)