|
2019-05-31 13:19:07, 1031 ნახვა
საზოგადოება
საპენსიო სააგენტოს დირექტორი: საინვესტიციო პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საინვესტიციო პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც სურგულაძემ აღნიშნა, საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულნი არიან და მათ ვინაობას სპეციალურ ბრიფინგზე დაასახელებენ. "დიახ, საინვესტიციო საბჭოს წევრები არჩეული არიან. პრემიერმა დაასახელა, რომ ისინი განსაკუთრებულად მაღალი პროფესიონალიზმის და მაღალი რანგის პიროვნებები არიან. წამყვან ევროპულ ქვეყნებში ისინი წამყვან საინვესტიციო ფონდებს ხელმძღვანელობენ. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება სპეციალური ბრიფინგი, სადაც უკვე ამ პიროვნებების სახელებს და სხვა დეტალებს გავაჟღერებთ. შესარჩევმა კომისიამ სრულად დაასრულა პროცედურების კუთხით მუშაობა, შეირჩა 5 კანდიდატი და წარუდგენს პარლამენტს. ესენი არიან საფრანგეთის, ფინეთის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს მოქალაქეები. ვფიქრობ, საინვესტიციო პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება, კიდევ რაღაც გარკვეული პროცედურებია, რომელიც აუცილებელია, რონ საინვესტიციო პროცესი დასავლური სტანდარტებით წარიმართოს. დაახლოებით, 230 მილიონია საპენსიო შენატანების სრული მოცულობა, ეს თანხები კომერციულ ბანკებში და ეროვნულ ბანკშია განთავსებული, სადაც ყველგან სარგებელი ერიცხება", - განაცხადა ლევან სურგულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)