11:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 17:27:02, 1544 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. 

ბრალდების მხარე კვირიკაშვილისთვის სასჯელის სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი, უპირობო გათავისუფლებას ითხოვდა.

გარდა ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორაგბეს 15-ათასლარიანი გირაო გაუუქმდება, ყადაღა მოეხსნება მის სახლს და დაუბრუნდება ავტომანქანა, რომელიც ავტოსადგომზე იყო გაჩერებული.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევას 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე ემსხვერპლნენ. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობდა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics