|
2019-05-30 15:34:25, 909 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში არჩილ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდ დიღომში, ერთ-ერთ ცენტრალურ, არჩილ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ადაპტირებული ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და ორი ფენა ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ასევე, ბაღთან „ხუთკუნჭულა“ მისასვლელი გზა მოწესრიგდება. ჯამში, გზის საფარი 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. ამ დროისთვის კი, ბორდიურის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ეს დიდ დიღომში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო. აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აქ არსებულ საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა კეთილმოეწყობა. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას, სამუშაოების დროს შექმნილი დისკომფორტისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ კი, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, ტრანსპორტისთვის გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 073 560 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ცეკური“ ასრულებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)