|
2019-05-30 14:41:39, 1172 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისით კახეთი ძალიან გამორჩეულია რეგიონია
კახეთის საინვესტიციო ფორუმზე ნათია თურნავამ ტრადიციულ მწვანე ენერგეტიკასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისითაც კახეთი ძალიან გამორჩეულია რეგიონია. „2012 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით აქტიურად ვავითარებთ მცირე ჰიდროსადგურებს. ეს პროცესი მიდის სწრაფად, მიუხედავად იმისა, რომ მეტი გამოწვევა გვაქვს, მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, მეტად ვაქცევთ ყურადღებას გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ პირობებს, რადგან ამ თვალსაზრისითაც მეტად ვართ უკვე ინტეგრირებულები ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. ბოლო 5-6 წელიწადში კახეთში აშენებული გვაქვს 6 მცირე და საშუალო ჰიდროსადგური, ჯამში 29 მეგავატი სიმძლავრით - ეს არის ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია უშუალოდ კახეთში და ეს არის ასობით დასაქმებული ადამიანი",ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისით კახეთი ძალიან გამორჩეულია რეგიონია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. როგორც ნათია თურნავამ ფორუმის მონაწილეებს განუცხადა, დაგეგმილია და სხვადასხვა სტადიაზეა კიდევ 5 ჰიდროსადგურის პროექტი. „ეს არის დამატებით ას მილიონზე მეტი ინვესტიცია, ეს არის ათეულობით მუდმივმოქმედი სამუშაო ადგილი, ეს არის დაახლოებით 400 მილიონი კვ/სთ. ადგილობრივი წარმოების ელექტროენერგია, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული გარე რესურსზე ამ მნიშვნელოვან სფეროში", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)