|
2019-05-30 13:21:05, 1220 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: კახეთში მინერალური რესურსების დიდი მარაგები არსებობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კახეთში მინერალური რესურსების დიდი მარაგები არსებობს. „კახეთი მდიდარია წიაღისეულით. მისი ტერიტორია ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მცირედით არის შესწავლილი - სულ 1,5 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, კახეთში დიდი მარაგები არსებობს მინერალური რესურსების მიმართულებით", - განაცხადა ნათია თურნავამ კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ეკონომიკის მინისტრმა ფორუმზე ვრცლად ისაუბრა კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების დიდ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია წიაღისეულის მოპოვების დარგს. „კახეთში დიდი პოტენციალია საშენ მასალათა მიმართულებით - ეს არის თიხა-თაბაშირი, კერამიკული და სააგურე თიხები, ინერტული მასალები და ა.შ.", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, მინისტრის თქმით, მთავრობა კახეთში წიაღისეულის მოპოვების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს - მიმდინარეობს საინვესტიციო წინადადებების დაპაკეტება და მოხდება მათი ინვესტორებისთვის შეთავაზება.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)