|
2019-05-30 11:21:50, 1216 ნახვა
ეკონომიკა
ბილაინის შეთავაზება მომხმარებელს - NBA-ს საერთაშორისო ლიგის აბონემენტზე წვდომა
ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, მომხმარებელს სთავაზობს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საერთაშორისო ლიგის აბონემენტზე წვდომას, რაც გულისხმობს NBA-ს ნებისმიერი თამაშის ყურების შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს. საერთაშორისო ლიგის აბონემენტის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, NBA-ს თამაშებს მაღალი, მათ შორის HD ხარისხით უყუროს, მიიღოს შედეგები რეალურ დროში, უყუროს თამაშებს როგორც კომპიუტერის, ისე მობილურის მეშვეობით, მათ შორის ნახოს ყველა საკვალიფიკაციო და ფინალური მატჩი, ასევე, All Star თამაში. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს წლიური, ერთი თვის, ერთი თამაშის ან 10 წუთის ხანგრძლივობის აბონემენტი. წლიური აბონემენტის შემთხვევაში, მომხმარებელს წვდომა აქვს თამაშის ანალიტიკასა და დოკუმენტურ მასალაზე და ერთდროულად რამდენიმე თამაშის ყურება შეუძლია. გარკვეულ დროს, აბონემენტის შეძენა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი, რასაც ბილაინის მომხმარებელი აუცილებლად შეიტყობს. დღეს, 30 მაისს, NBA-ს ფინალური მატჩები იწყება და ხსენებული აბონემენტის შეძენა მომხმარებელს 30%-იანი ფასდაკლებით შეუძლია. ბილაინი მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროდუქტების წარდგენას იმისთვის, რომ მის მომხმარებელს ყოველთვის ჰქონდეს ინფორმაცია და წვდომა მსოფლიოში წამყვან ინტერნეტ რესურსებსა და აპლიკაციებზე.
(R)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)