|
2019-05-30 10:23:36, 1267 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტზე, სამთო მრეწველობაზე, ენერგოეფექტურობის პროგრამებსა და სხვა. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი. ბანკის ჯამურმა ინვესტიციამ საქართველოში 3.2 მლრდ. ევრო, ხოლო განხორციელებული პროექტების რაოდენობამ 198 შეადგინა. მხოლოდ 2018 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკაში 267 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და დავით თვალაბეიშვილი.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)