|
2019-05-28 18:56:42, 1501 ნახვა
ეკონომიკა
შვეიცარიის პოლიცია ერთ კვირაში საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს
საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა. შეკვეთას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, კომპანია ელსელემა ასრულებს, რომელიც პოლიციისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებს და აქსესუარებს დამკვეთს ერთ კვირაში მიაწვდის. ქართული კომპანია მრავალი წელია წარმატებით ასრულებს სახელმწიფო შეკვეთებს ძალოვანი და სხვა სტრუქტურებისათვის. აწარმოებს ყველა სახის სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსათვის. 2011 წლიდან პარალელურად დაიწყო ექსპორტი საერთაშორისო ბრენდების “KOTON”, “MONCLER” “DAMAT და „CHAMELEON“ პროდუქციის წარმოებით. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „წარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ლანჩხუთში ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 120-ზე მეტი ადამიანი. შპს „ელსელემა“ საქართველოს ეკონ¬ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ¬გლებში, ფინანსური, მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა¬ფი¬ნა¬ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1.2 მლნ ლარს შეადგენს.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)