12:52 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 16:14:47, 1196 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ და „მასტერქარდი“ რაგბის გულშემატკივრებს იაპონიაში გამგზავრების შანსს აძლევს

თიბისი და მასტერქარდი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ერთობლივ აქციას იწყებენ, რომლის გამარჯვებულები იაპონიაში გაემგზავრებიან.

ყველა, ვინც თიბისის ნებისმიერი მასტერქარდით შეიძინა ან შეიძენს ბილეთს www.tkt.ge-ზე  31 აგვისტოს დაგეგმილ მატჩზე შოტლანდია - საქართველო, გათამაშებაში მონაწილეობს და ეძლევა შანსი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს ან ფინალს დაესწროს.

გარდა ამისა, დღეიდან თიბისის ფილიალებში შეგიძლიათ აიღოთ სპეციალურად რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე შექმნილი დიზაინის მასტერქარდის ბარათები. რაგბის თემატიკის ბარათები კიდევ ერთ აქციაში მონაწილეობენ - ამ ბარათით განხორციელებულ ყოველ მე-20 ტრანზაქციაზე მფლობელები მაისურით დასაჩუქრდებიან, ხოლო ყოველ 50-ე ტრანზაქციაზე - რაგბის ბურთით.

Mastercard საქართველოს დირექტორმა, იგორ სტეპანოვმა განაცხადა: „Mastercard არის კომპანია, რომელმაც კარგად იცის როგორ შეუქმნას მომხმარებლებს შეუფასებელი ემოციები და შთაბეჭდილებები. სპორტის, მუსიკის, მოდისა და სხვა გასართობი ღონისძიებების მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერთან დაკავშირებით მომხმარებლებს ხშირად ვთავაზობთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს. ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ Mastercard წელს საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური პარტნიორი გახდა. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი სპორტის მხარდამჭერი, იმედია, ხშირად გავახარებთ გულშემატკივრებს ერთად.“

აქცია 30 აგვისტოს, საღამოს 20.00 სრულდება, ხოლო გამარჯვებულები, ვინც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიგო, 31-ში შოტლანდია-საქართველოს შეხვედრის დროს გამოვლინდებიან. სულ იაპონიაში 7 გამარჯვებული გაემგზავრება.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი წელს იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს უძლიერესი 20 გუნდი იღებს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში მეხუთედ მონაწილეობს.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics