12:52 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 12:43:33, 1353 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ  დაასახელა.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია შეისწავლა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ის ფინანსური ინსტიტუტები გამოავლიანა, რომლებიც  ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას უზრუნველყოფენ.

"ეს ჯილდოები გადაეცემათ იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე გამოცდილება აქვთ და ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ, რათა გლობალურ ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების მომსახურება უზრუნველყონ. ამ ჯილდოს გამარჯვებულები მომსახურების უსაფრთხოებას, გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და ხარისხს უზრუნველყოფენ“,- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ გირაპუტომ.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics