|
2019-05-26 11:52:03, 731 ნახვა
რეგიონი
გილოცავთ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს! - შუახევში 26 მაისი აღნიშნეს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს და აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. შუახევში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. მოქალაქეებისთვის სხვადასხვა აქტივობა მთელი დღის განმავლობაში იმართება. დილით, კულტურის ცენტრის ეზოში შეიკრიბნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი ფოტო გამოფენა და ფლეშმობი ანსამბლ ,,ზე-კართან“ შესრულებით. გაიმართა სპორტული აქტივობები ჭადრაკში და მაგიდის ჩოგბურთში. 26 მაისის თემატიკაზე ბავშვებმა მოხატეს ეზო. დღესასწაული საზოგადოებას, ადგილობრივებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ, რუსუდან შავაძემ, შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ და ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორმა შაქრო ხიმშიაშვილმა მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ,, ზე-კართან", ,, შუახევი", ,,ნაი", ,,ჭვანა", ,,ფესვები", სახელოვნებო სკოლა, სახელოვნებო სკოლასთან არსებული საესტრადო სტუდია და ბუთურაულის ფილიალი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულში, საჯარო სკოლებში და ბაგა-ბაღებში.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)