|
2019-05-25 11:35:15, 807 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: აჭარაში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი შეიქმნა
აჭარის მთავრობის ორგანიზებით ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის აჭარაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გაცნობა წარმოადგენდა. ღონისძიების მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ეკონომიკის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტების განხორციელებაზე. აჭარაში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი შეიქმნა. რეგიონში დაახლოებით 2-3 კვირის შიგნით ვაპირებთ, რომ 200 მილიონი დოლარის ახალი საინვესტიციო პროექტების გახსნას და ჩვენი მიზანია შეიქმნას 6000 სამუშაო ადგილი'', - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა. შეხვედრის მონაწილეებს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომლის დროსაც ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, EBRD-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ,,აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი, დონორი ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას სულ 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)