|
2019-05-25 10:10:23, 763 ნახვა
რეგიონი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ ოზურგეთში არაერთ აქტივობას გაიმართავს. ღონისძიებები კონცეფცია ცოდნის გაზიარება და მისი მნიშვნელობა იქნება. ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცეები, სადაც სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ჩატარდება. საზეიმო ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს ნიკო ფიროსმანის ტილოების მიხედვით გაცოცხლებული პერსონაჟები, ცოცხალი ყვავილებით შექმნილი პანო და ფოტოგადაღების კუთხე „გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“. 12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება. 14:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ღონისძიების სტუმრების განწყობაზე არაერთი ანსამბლი და მუსიკალური ჯგუფი იზრუნებს. 17:10 სთ-ზე, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ანსამბლი „ერისიონი“ შეასრულებს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)