|
2019-05-22 19:21:30, 1407 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დუბლინისა და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის ხელმძღვანელობით ირლანდიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, შეხვედრები გაიმართა დუბლინისა და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელობასთან. ქართული მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ეკა მრელაშვილი. აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ირლანდიის გამოცდილების გაზიარება აეროპორტების კომერციული განვითარების, ახალი მარშრუტების და ავიაკომპანიების მოზიდვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის კონცეფცია „შენონის ჯგუფს" ეკუთვნის და იგი გასული საუკუნის 50-იან წლებში იქნა შემუშავებული. შენონის აეროპორტი ასევე იყო პირველი პუნქტი, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი საზღვრებისგან მოშორებით, ირლანდიაში დაიწყო ქვეყანაში მიმავალი მგზავრების შემოწმება. ამგვარად, აშშ-ს საზღვარს კვეთს ირლანდიაში უკვე სათანადოდ შემოწმებული მგზავრი. შესაბამისად, ამ წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, "შენონის ჯგუფს" გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, ექსპერტიზა და ცოდნა, რაც ძალზე საინტერესოა ქართული მხარისთვის, მით უფრო, როდესაც აღნიშნული „პრექლეარანსის მოდელი" ევროპის მასშტაბით მხოლოდ ირლანდიაში ფუნქციონირებს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საიმიგრაციო/საბაჟო-გამშვები ზონა და ამერიკელი ექსპერტებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ ფუნქციონირებს ზემოთხსენებული მოდელი. შეხვედრებზე აკაკი საღირაშვილმა და დელეგაციის წევრებმა ირლანდიის მხარეს გააცნეს საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ქვეყნის წამყვანი რეიტინგები და ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლზე რეგიონში. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს საავიაციო სფეროში მიმდინარე პროცესებზე, აეროპორტების განვითარების პოლიტიკასა და მგზავრთნაკადის მზარდ დინამიკაზე. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ქვეყანაში ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობის რეკორდულ ზრდასთან ერთად, ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი კომპანიები და დაინიშნოს ახალი პირდაპირი რეისები მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას. დუბლინის და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელებმა გამოხატეს საკითხის საფუძვლიანად შესწავლისა და საქართველოს აეროპორტების კომერციული განვითარების მიზნით კონკრეტული პროექტების შესაძლო შემუშავების ინტერესი.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)