|
2019-05-22 11:25:37, 1355 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ მოლდოველ კოლეგასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა
ევროკავშირი - DCFTA ქვეყნების არაოფიციალური მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ჩირილ გაბურიჩს შეხვდა და მასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოლდოვას, საქართველოს მსგავსად, 5 წელია, რაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ორივე ქვეყნის ნორმატიული და მარეგულირებელი ბაზის დაახლოება ევროკავშირის ბაზასთან. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ, მათ შორის, DCFTA ფორმატებში. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ისაუბრეს, შეეხებოდა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. მოლდოველმა კოლეგამ ნათია თურნავასთან საქართველოში ტურიზმის განვითარების გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევა მოლდოვისთვის სამაგალითოა.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)