|
2019-05-21 17:52:17, 1321 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ევროკავშირი მზადაა გამოგვიყოს დაფინანსება, რომელიც ადგილობრივი ლაბორატორიების განვითარებას მოხმარდება
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ევროკავშირის ყველა დახმარება, რათა მოვამზადოთ ჩვენი ბიზნესები, რომ ისინი კონკურენტულები გახდნენ ევროპის ბაზარზე" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირი - DCFTA ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალის შეფასებისას, რომელიც 21 მაისს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა. მინისტერიალის ჩატარების ინიციატივა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს სესილია მალმსტრომს ეკუთვნოდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ხარისხის თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვასა და საქართველოში ადგილობრივი ლაბორატორიების განვითარებაზე. „ევროკავშირი მზადაა, დაგვეხმაროს და გამოგვიყოს ფინანსური დახმარება. ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი ადგილობრივი ლაბორატორიებისთვის, რათა ხარისხთან დაკავშირებული ტესტები ადგილზე შემოწმდეს და მათი უცხოეთში გადაგზავნის საჭიროება აღარ იყოს. ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება ჩვენი ბიზნესებისთვის, რათა შემდეგ გაიზარდოს ექსპორტი და გაიზარდოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ევროკავშირი - DCFTA ქვეყნების რიგით მესამე არაფორმალურ მინისტერიალი 2020 წელს საქართველოში გაიმართება.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)