03:26 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 16:30:14, 1284 ნახვა

საზოგადოება
კობიაშვილი: ილოცონ ფეხბურთელებმა, რომ სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, ჩაწყობილი თამაშების სიაში არ მოხვდნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩაწყობილ საფეხბურთო მატჩებისა და დაკავებული ფეხბურთელების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა, კანონის სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, სადიპლისცინო კომიტიეტის სხდომა გაიმართება, სადაც კლუბების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„სამწუხაროა, რომ ასეთ მტკივნეულ თემაზე გვიწევს შეხვედრა, მაგრამ ეს არის საქციელი, რომელიც არა მხოლოდ მათ, არამედ მათ კლუბებს, ზოგადად ქართულ ფეხბურთს აზარალებს. შესაძლოა, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე არ დაველოდები გამოძიების დასრულებას. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და ჩემი სურვილია, რომ დამნაშავეები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსი ქმედებების გამო იყვნენ დასჯილი, მაგრამ დღესაც თამაშობენ. ეს არის სწორედ ამ კლუბების უპასუხისმგებლობა. ადამიანები, რომლებიც მსგავს საქციელში არიან შემჩნებულები, ისევ დააბრუნეს. საერთოდ ქართული ფეხბურთის მომავალზე, არა მარტო ფედერაციამ, არამედ კლუბებმაც უნდა იფიქრონ და ეს პასუხისმგებლობა გაიაზრონ“, - აღნიშნა კობიაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics