|
2019-05-21 11:57:58, 1160 ნახვა
საზოგადოება
NDI - უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სებ-ის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის გადადგომის მოწოდება პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოწოდება პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. სებ-მა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გადადგომისკენ მოუწოდა 2008 წელს ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით. კითხვაზე, იცოდით თუ არა ამის შესახებ, გამოკითხულთა 68%-მა აღნიშნა, რომ იცის, ხოლო 27%-მა არ იცის. მათგან, ვისაც აღნიშნულის შესახებ სმენია, 62% ამბობს, რომ მოწოდება უმეტესად პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული, ხოლო 16%-ს თქმით, დამოუკიდებელი გამოძიებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)