|
2019-05-21 10:44:52, 732 ნახვა
რეგიონი
კახეთში მევენახეთა პირველი კონფერენცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა რეგიონის მეღვინეებმა, მევენახეებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, პროექტის ინიციატორმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა სამხარაულმა და კახეთის მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიმართეს. „წელს მევენახეთა კონფერენცია პირველად იმართება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შუაგულ კახეთში ტარდება და მონაწილეობას ჩვენი მევენახეები, მეღვინეები, ფერმერები და დარგით დაინტერესებული პირები იღებენ. მათ ყველაზე კარგად იციან სექტორში არსებული გამოწვევები. გასულ წელს 85 მლნ ბოთლზე მეტი ექსპორტი განხორცილდა, ბოლო 4 წლის განმავლობაში კახეთში ახალი ვენახები 7 000 ჰექტარზეა გაშენებული. ეს არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით განხორციელებული მხარდამჭერი პროექტების შედეგი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. კონფერენციაზე მევენახეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქპატენტის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს. კონფერენციის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)