|
2019-05-17 17:16:43, 1025 ნახვა
საზოგადოება
მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები 26 მაისის თემატიკით გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი აეროპორტების 26 მაისის თემათიკით გაფორმება დაასრულა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 26 მაისისთვის სამივე საერთაშორისო და ორივე ადგილობრივ აეროპორტში სადღესასწაულო ბრენდირება განხორციელდა. მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მთლიანად საქართველოს დამოუკიდებლობისადმი შექმნილი საერთო ვიზუალებით არის ბრენდირებული. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. მთის სტუმრებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამბროლაურში ტექნოლოგიების ფესტივალი გაიმართება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება მესტიაშიც. ღონისძიებებთან დაკავშირებით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ 25 და 26 მაისს, მესტიის მიმართულებით ორი დამატებითი ავიარეისი დანიშნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)