23:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 10:15:12, 969 ნახვა

საზოგადოება
ლადო კახაძე პედაგოგებს: თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი პედაგოგებს შეხვდნენ.

მმართველი გუნდის კანდიდატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა პედაგოგის უმნიშვნელოვანეს როლს და აღნიშნა, რომ პარლამენტში მას ექნება ძალიან საინტერესო ინიციატივები მასწავლებელთა მხარდასაჭერად.

„ჩვენი ქვეყანა დგას თქვენზე. ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია თქვენზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და მადლობას გეუბნებით, რომ ხართ საქართველოს სამსახურში. მე აუცილებლად ვიქნები თითოეული მასწავლებლის ხმა საქართველოს პარლამენტში. მე აუცილებლად ვიდგები თითოეული პედაგოგის გვერდით“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics