|
2019-05-16 09:56:27, 1594 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა
14-15 მაისს თბილისში საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნის ინვესტორებს ერთმანეთის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას. აღნიშნული პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას. მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებულ ტექსტს განხილული საკითხებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ და დასახეს შემდგომი ნაბიჯები შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულების მიზნით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)