|
2019-05-15 16:57:20, 1087 ნახვა
რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა შუახევში 65-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შუახევში 65-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მინისტრმა შუახევის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საჯარო სერვისი, რომლებიც იუსტიციის სახლებში გაიცემა, ასევე, კომპანია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება. შუახევის საზოგადოებრივი ცენტრი შუახევის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის (სხეფი, ჩანჩხალო, დაბაძველი, ბესელაშვილები, დვანი, ოლადაური, ნენია, ბუთურაული, ფურტიო და ნიგაზეული) 6 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. ცენტრში შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის იუსტიციის სახლის, განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კერძო სტრუქტურების სერვისებით, პრობაციონერთათვის კი პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობაც იქნება შესაძლებელი. პრობაციის ოფიცრების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის ინიციატივაა, რომლის მიზანია საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების მიმართ სტიგმატიზაციის სრულად აღმოფხვრა. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო „სკაიპის“ ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სტუმრებიც ისარგებლებენ. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, შუახევის, ქედისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, შუახევის ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 64 საზოგადოებრივ ცენტრში ამ დრომდე 1 მილიონზე მეტი სერვისი გაიცა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)