07:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 11:20:43, 1718 ნახვა

სამართალი
ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 3 აგვისტოს, გ.ა.-მ უკანონოდ შეაღწია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე ი.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს.  დაზარალებულმა დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. აღნიშნულის გამო, 2018 წლის 12 აგვისტოს, გ.ა. შურისძიების მოტივით, თავს დაესხა მისსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ ი.დ.-ს და განსაკუთრებული სისასტიკით,  სხეულის სხვადასხვა არეში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. იმავე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics