|
2019-05-13 10:46:32, 1344 ნახვა
რეგიონი
გიორგი შენგელია: 2012 წელთან შედარებით მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ექიმებს შეხვდა. გიორგი შენგელიამ მედიკოსებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ზუგდიდში განხორციელდება. ,,მუნიციპალიტეტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენი მთავრობის მთავარი ერთ-ერთი მიმართულება ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა, მოქალაქეებს აქვთ წვდომა ჯანდაცვის ყველა სერვისზე და ეს კარგი მონაპოვარია. 2012 წელთან შედარებით მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა. ხდება არაერთი მიმართულების დაფინანსება, მათ შორის ძვირადღირებული მედიკამენტის და გამოკვლევების დაფინანსება, ოპერაციების თანადაფინანსება, ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და სხვა პროგრამები”, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. მნიშვნელოვანია, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში უკვე დასრულდა მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა, რომლითაც ადგილობრივებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ. გიორგი შენგელიას განცხადებითვე, რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ობიექტის გადაცემა. კომპლექსი შედგება 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის დამხმარე შენობა-ნაგებობებისგან. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი გათვლილია 220 საწოლზე. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)