|
2019-05-09 11:13:53, 1442 ნახვა
რეგიონი
ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე რგანისა და ხრეითის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების -რგანისა და ხრეითის მოსახლეობას შეხვდა. მასთან ერთად ადგილზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე იმყოფებოდნენ. სოლომონ პავლიაშვილმა ჭიათურის მერობის კანდიდატს, გივი მოდებაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ,,გვინდა მოსახლეობამ მაქსიმალურად ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მე ჩამოვედი თქვენთან რათა პირადად კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის პროგრამები და პროექტები, რაც თქვენი და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ჩაერთოთ სოფლის მეურნეობის მიერ გამოცხადებულ პროექტებში და მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მისგან" ,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. შეხვედრების ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)