|
2019-05-08 13:02:18, 1307 ნახვა
რეგიონი
ზაურ დარგალი ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი, მსგავსი შეხვედრების გარდა, კარდაკარის პრინციპით, ქალაქ მარნეულში მცხოვრებ ოჯახებს სტუმრობს და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა. იგი მოქალაქეებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ აწვდის ინფორმაციას და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ზაურ დარგალმა, მოქალაქეებთან შეხვედრისას, ყურადღება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროექტზე გაამახვილა. მისი განცხადებით, 2019-2020 წლებში განხორციელდება მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროექტი, რომლის დასრულების შემდგომ ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. კანდიდატის განცხადებით, ქალაქ მარნეულში ასევე იგეგმება ცენტრალური სტადიონის „ალგეთი არენას“ რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდგომაც, ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ექნება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)