|
2019-05-03 16:28:46, 1496 ნახვა
რეგიონი
საგარეჯოში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
საგარეჯოში, სოფელ ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის, ელზა ტაველიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას შპს „ტრამვატოლოგში“ განაგრძობს. როგორც გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის განყოფილების გამგემ, ევგენი ნიკოლაიშვილმა განაცხადა, პაციენტი კომაში მყოფი შეიყვანეს საავადმყოფოში. „ქალბატონი შემოყვანილია დღეს დაახლოებით, 10:00 საათზე, თავის ცეცხლნასროლი ჭრილობით, კომა. ჩვენს კლინიკაში გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩატარდა თავის ტვინის შეშუპების პრევენცია, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და გადაყვანილ იქნა თბილისში. სასიცოცხლო მაჩვენებლები, ჰერმოდინამიკა სტაბილური იყო, მაგრამ ნებისმიერ დროს მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად დამძიმება“, - აღნიშნა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის განყოფილების გამგემ. შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. , ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. მამაკაცი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)