|
2019-05-01 13:40:59, 2579 ნახვა
ევროპის ამბები
ბესელია კობახიძეს - თუ მაგ ტრიბუნიდან აირჩიეთ მოსამართლების დაცვა, ეს თქვენი არჩევანია, გაეფინეთ ფიანდაზად
"ყველა სხდომაზე მიწევს რეგლამენტის შეხსენება. ახლაც იგივეს ვაპირებ. რეგლამენტის შესაბამისად დავაყენე საკითხი, როდესაც ვთქვი, რომ მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დააბრუნეთ ეს კანონპროექტი, ეს ეხება მათ შორის რეგლამენტის კანონპროექტს. ის რაც ამ დარბაზში ხდება ეს არც რეგლამენტში წერია და არც პარლამენტარიზმის სტანდარტს შეესაბამება. ცენზურას აყალიბებთ და ადგენთ პარლამენტში, რა მოგეწონებათ და რა არ მოგეწონებათ იმის მიხედვით უნდა გათიშოთ მიკროფონები?! ხომ არ ჩამოგვიწერთ იმ სიტყვათა ჩამონათვალს ლექსიკონიდან? ნუ მაწყვეტინებთ საუბარს, არ გაქვთ უფლება. დაიცავით რეგლამენტი. იქ ჯდომა არის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, და არა თვითნებობა. დამასრულებინეთ საუბარი ან ჩამომიწერეთ სიტყვათა ის მარაგი ლექსიკონიდან, რომელიც გესიამოვნებათ და გამოვაგზავნი. კიდევ ერთხელ ვაყენებ საკითხს - რა არის მიზეზი იმისა, რომ რეგლამენტში არის ასეთი ჩანაწერი, რომ თქვენ თვითნებურად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რა როგორ უნდა განვითარდეს. თუ თქვენ აირჩიეთ ეს გზა, რომ ახლა მაგ ტრიბუნიდან დაცვა უნდა დაიწყოთ იმ მოსამართლეების, რომლებმაც პოლიტიკური ვითარება თავდაყირა დააყენეს და საერთოდ ყველაფერი დარტყმის ქვეშ დააყენეს, რაც აქამდე მოვიტანეთ, ეს თქვენი არჩევანია, გაეფინეთ ფიანდაზად და გაუღეთ ყველა სივრცე რაც იყო მათთვის აკრძალული, ეს თქვენი არჩევანია და მშვიდობაში მოიხმარეთ. შედეგს მალე ნახავთ".
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია/ პლენარული სხდომა/ მიმართვა ირაკლი კობახიძეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)