|
2019-04-30 15:30:52, 1135 ნახვა
რეგიონი
დუბაის გამოფენაზე მთიანაჭარაში მოგზაურობით დაინტერესდნენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ATM 2019” გაუწია. მსოფლიოში უმსხვილესი გამოფენის ვიზიტორები აჭარის კუთხესთან მთიანაჭარაში მოგზაურობითა და ეკოტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 150-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ბიზნესის 2500 კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში გამოფენას დაახლოებით 40 000 ვიზიტორი სტუმრობდა. არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა მზარდია. გასულ წელს, რეგიონში 11%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რასაც ხელს უწყობს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე პირდაპირი ფრენები დუბაისა და ბათუმს შორის. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაციას 27 ტურისტულ გამოფენაზე უწევს. მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, ლონდონის, ბარსელონას, პეკინის, პარიზისა და მადრიდის გამოფენები.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)