|
2019-04-28 16:39:09, 1056 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: ბათუმი ძალიან სწორად, დინამიურად ვითარდება და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
დღეს ბათუმობა აღინიშნება. ,,ბათუმობის" ოფიციალური ცერემონია დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად გაიხსნა. თორნიკე რიჟვაძემ შეკრებილ სტუმრებს და ბათუმელებს, ,,ბათუმობის" დღესასწაული მიულოცა და ისაუბრა ქალაქის განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან მიღწევებზე. ,,ბათუმს და ბათუმობას ძალიან დიდი ისტორია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჯან ფრანსისკო ლუპატელის, რომლის დიდი ძალისხმევით ჩვენმა ქალაქმა წელს სამართლიანად მიიღო ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსი. ვთვლი, რომ ბათუმი ძალიან სწორად, დინამიურად ვითარდება და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. წელს მოვიპოვეთ არაერთი აღიარება, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. დღევანდელი დღე კიდევ უფრო სიმბოლურია, ვინაიდან დღეს დასრულდება "World Travel Awards"-ის გამოკითხვა, სადაც ბათუმი წარდგენილია როგორც ევროპის წამყვანი ტურისტული დანიშნულება“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. "ბათუმობა" წელს 28 აპრილს აღინიშნება. თარიღი უკავშირდება 1988 წლის 28 აპრილს ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას. ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. საზეიმო აქტივობები 12 საათზე დაიწყო და საღამოს 21:00 საათზე, გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება. 19:00 საათზე, საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე დაიდგმება მიუზიკლი ,,Welcome To Georgia". ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება: საბავშვო კუთხე, წიგნების კუთხე, თითების თეატრი, ფრანების შოუ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში - ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)