|
2019-04-25 18:53:17, 1373 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ გამარტივებული იპოთეკური სესხი
თიბისი ბანკი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მათ, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გზავნილებს უცხოეთიდან იღებს, ფინანსურ პროდუქტს - გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. ფინანსური პროდუქტი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული და მათ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას გაუმარტივებს. პროდუქტით სარგებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც აქვს დანაზოგი ან ახორციელებს გზავნილებს. პროდუქტი განკუთვნილია ასევე მათთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გზავნილებს უცხოეთიდან იღებს. იპოთეკური სესხით სარგებლობა, ისევე როგორც უძრავი ქონების შერჩევა, დისტანციურადაა შესაძლებელი. ამისათვის თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-for-abroad-citizen მხოლოდ განაცხადის დაფიქსირებაა საჭირო. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რაც მხოლოდ რამდენიმე მარტივ კითხვას მოიცავს, დაინტერესებულ პირებს თიბისი ბანკის წარმომადგენილი დაუკავშირდება და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სესხის პირობებისა და პროდუქტით სარგებლობისთვის საჭირო შემდეგი ნაბიჯების შესახებ. მომხმარებლები, რომლებიც გამარტივებული იპოთეკური სესხით ისარგებლებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან წამახალისებელ კამპანიაში და შესაძლებლობა ექნებათ, გაემგზავრონ ოჯახის წევრთან. მგზავრობისა და სატუმროს ხარჯებს თიბისი ბანკის სრულად დაფარავს. აქცია 2019 წლის 1 მაისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. იპოთეკური სესხის, ასევე წამახალისებელი კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-for-abroad-citizen, სადაც ასევე შესაძლებელია პროდუქტით სარგებლობისთვის განაცხადის დაფიქსირება. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებითაც შეუძლიათ.
(R)
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)