|
2019-04-24 18:11:11, 1263 ნახვა
რეგიონი
შუახევში, მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, რეგიონში მრჩეველთა საბჭოებთან მომუშავე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: მოისმინეს სოციალური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ დავითაძის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ; საზაფხულო იალაღებზე ენერგო მომარაგების მდგომარეობაზე და შუახევის მერიის 2020 წლის ინფრასტრუქტურულ პრიორიტეტებზე ისაუბრა მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით დავითაძემ. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს საბჭოს წევრების შეკითხვებს. განიხილეს ასევე სხვა შემხვედრი საკითხებიც. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიზანია მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა შუახევში მაისის თვეში ჩაინიშნა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)