23:42 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 16:58:52, 1229 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატება მიულოცა.

,,ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. მომავალ ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობა უდიდესი გამოცდილებაა. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებულ ცოდნის და გამოცდილების რეალიზაციას სამშობლოში წარმატებით შეძლებთ“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

წელს აჭარიდან მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფინალისტი ექვსი მოსწავლე გახდა. 14-16 წლის მოსწავლეებს FLEX  სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისინი ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მისი უმთავრესი მიზანია, ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება. დაკვირვებით და გამოცდილებაზე დაყრდნობით მოსწავლეები შეისწავლიან ამერიკული ცხოვრების სტილს და აქტიურად ერთვებიან  სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში. გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics