|
2019-04-24 15:50:02, 1230 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 75 სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა
ვაკის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს სხვადასხვა მისამართზე 75 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, განხორციელდა სხვადასხვა სახის სამუშაოები - წყალარინების, სახურავების, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, ასევე, ლიფტების განახლება, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები, საერთო სარგებლობის კიბეებისა და კარის შეკეთება. „ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას. შესაბამისი პროგრამის არსებობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო ქონების განახლებაზე ვიზრუნოთ. მიმდინარე წელს უკვე საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა. განაცხადების საფუძველზე და გამგეობის ბიუჯეტის გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის პროექტის დაფინანსება - სახურავების, ლიფტების რეაბილიტაცია, წყალარინების ქსელების განახლება, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და სხვა სახის სამუშაოები გრძელდება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პროექტების დაფინანსების შედეგად, ამხანაგობები საერთო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას უკვე იყენებენ და დამატებით, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებენ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 37 მისამართზე დასრულებულია. კერძოდ, უკვე გამოიცვალა 13 სახურავი, შვიდ მისამართზე დამონტაჟდა ახალი წყალსაწრეტი მილები, წყალარინების შიდა ქსელი სამ მისამართზე განახლდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა ერთ მისამართზე, ლიფტი განახლდა ოთხ მისამართზე, საერთო სარგებლობის კიბის სამი პროექტი დასრულდა, სადარბაზოს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს მისამართზე განხორციელდა.
(NS)
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)