14:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 13:04:22, 1204 ნახვა

საზოგადოება
ბესელია ჯიბღაშვილის გათავისუფლებაზე: სამართლიანობის მთავარი პრინციპია, რომ თანაბარი მოპყრობით ყველამ ისარგებლოს

სამართლიანობის მთავარი პრინციპი არის, რომ თანაბარი მოპყრობით უნდა ისარგებლოს ყველა პირმა კანონის თავსებადობის შემთხვევაში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლების ფაქტს.

ბესელიას განმარტებით, ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის დაფარვა დაუშვებელია.

„ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობა არის განმსაზღვრელი კვალიფიკაციის. ამის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია. ბრალის დოკუმენტშიც უნდა ეწეროს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მაკვალიფიცირებელი გარემოება, რომლითაც უნდა შეფასდეს ქმედების შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია. სამართლიანობის მთავარი პრინციპი არის, რომ თანაბარი მოპყრობით უნდა ისარგებლოს ყველა პირმა კანონის თავსებადობის შემთხვევაში, როდესაც კანონის მიმართება ხდება მის ქმედებასთან. ეს და სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ბადებს უსამართლობის განცდას და ეს ერთ-ერთი კრიტიკის საგანია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ  მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 22 აპრილს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს.  ამასთან, გუშინვე ბრალის წარდგენის შემდეგ, გაიმართა სასამართლო პროცესი და ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics