|
2015-06-25 15:34:17, 805 ნახვა
ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა ივნისში 174.9 მილიონი ლარით შემცირდა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა პირველი ივნისისათვის 174.9 მლნ ლარით შემცირდა. ეროვნული ბანკის მიერ დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი ივნისისათვის 12.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 174.9 მლნ ლარით ანუ 1.35 პროცენტით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე მაისში დეპოზიტების მოცულობა 1.41 პროცენტით შემცირდა). ამასთან, მაისში წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა როგორც ვადიანი, ისე მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას, შესაბამისად 83.4 მლნ ლარით (ანუ 1.1 პროცენტით) და 91.5 მლნ ლარით (1.8 პროცენტით). დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 34.14 პროცენტი შეადგინა - პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, 0.40 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.42 პროცენტული პუნქტით მეტი). ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე -7.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.9 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა კი 81.7 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)