|
2019-04-19 18:12:03, 1607 ნახვა
რეგიონი
წაბლანას ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა
წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს ეწვივნენ და 1989 წლის 19 აპრილს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 23 ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგეს. თორნიკე რიჟვაძემ მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „დღეს არის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ამავე დროს ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს. მადლობა, რომ თქვენ აქ ამაგრებთ მთას, აჭარას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ქედს ვიხრი ამ საზარელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების წინაშე". მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ხეობაში არსებულ ვითარებას გაეცნო და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი აშენდა. აჭარის მთავრობამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, 1989 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით, ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო. კომპლექსში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. სამინისტროს ბიუჯეტიდან საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 9 000 000 ლარი გამოიყო და ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)