02:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 15:06:19, 2118 ნახვა

სამართალი
უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ჟურნალისტის დაკავება აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. კერძოდ, მაშინ როდესაც "თავისუფალი დემოკრატების" წევრი და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავდა, ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ მას კითხვით მიმართა - "რატომ დგას დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით?"

ემ კითხვამ ადგილზე შეკრებილების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ დაკავებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics