11:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 13:21:45, 1847 ნახვა

საზოგადოება
21-22 აპრილს საქართველოში გამოიდარებს

21-22 აპრილს საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 18-20 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

„21-22 აპრილს შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს. თბილისში 18 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 19-22 აპრილს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 18 აპრილს შესაძლებელია ქარბუქი. 21-22 აპრილს მცირე თოვლი მოსალოდნელია ღამისა და საღამოს საათებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics