11:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 09:05:15, 1595 ნახვა

საზოგადოება
ია კერზაიას შვილი დღეს პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად მივა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დღეს  პროკურატურაში მივა და დედამისის გარდაცვალების თაობაზე საქმის მასალებს გაეცნობა.

შენგელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ საქმეში შესაბამისი სტატუსი არ აქვს, საქმის მასალების გაცნობის თაობაზე შეთავაზება თავად გენერალური პროკურატურისგან მიიღო.

„მთავრობას ვაკისრებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გამოძიებას არანაირი შედეგი არ აქვს. ვინაიდან მთავრობის მეთაურმა არც განათლების მინისტრის და არც ერთი პირი, რომელიც ჩართულია ამ საქმეში დროებითაც არ გადააყენა თანამდებობიდან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავეცნოთ საქმის მასალებს, ვნახოთ თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მთავარი მიზანი არის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა“, -განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics