|
2019-04-17 15:53:32, 1350 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: მნიშვნელოვანია, საქართველოს გაერო-ს ტრიბუნაზე ჰქონდეს მხარდაჭერა იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მთავრობის მეთაურმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია დინამიურად ვითარდება. ,,მსგავსი ვიზიტები უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებასა და ხალხებს შორის კონტაქტების დამყარებისთვის. აჭარაში გაეროს ეგიდით ტრადიციულად იმართება სხვადასხვა საერთაშორისო დონის ღონისძიება, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის გაფართოებას და ახალ დონეზე გადასვლას შეხვედრაზე ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და მისი დაძლევის შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაერო-ს ტრიბუნაზე ქონდეს მხარდაჭერა იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ესენი ოკუპაცია და სიღარიბე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. გაეროს მხარდაჭერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებაში განსაკუთრებით დიდია. გაეროს წარმომადგენლობისა და აჭარის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში უკვე წლებია ხორციელდება პროექტები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ურბანული ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა თუ სხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ახლახანს აჭარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ გაეროს ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი. საქართველოში სტუმრად მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში გაეროში მიკრონეზიის ფედერალური შტატების, ფინეთის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს, სენეგალის, ეკვადორის და დომინიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლები არიან.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)