|
2015-06-25 11:54:54, 796 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) შავ სიაში მოიხსენიება და დღის წესრიგში ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი დგას. კვირიკაშვილის განმარტებით, საუბარია 2013 წელს დადებულ დასკვნაზე და ამ კუთხით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. „არაერთი ვრცელი კომენტარი გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იკაოს ე.წ „შავ სიას“, ეს იყო 2013 წელს დადებული დასკვნა, რომელიც ეხებოდა 2013 წლის წინა პერიოდს. ძალიან ბევრი რამ იკაოსთან შესაბამისობის კუთხით პროცენტული მაჩვენებელი არის მნიშვნელოვანი და ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს, იმისთვის რომ მაქსიმალური შესაბამისობა იქნას მიღწეული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მოიხსენიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) შავ სიაში და დღის წესრიგში დგას ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. სააგენტოში აცხადებდნენ, რომ იკაო არ აწარმოებს ეგრეთ წოდებულ „შავ სიას“ და ორგანიზაციიდან გარიცხვის მექანიზმიც არ არსებობს. ამასთან, CNN-ის სტატიის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) მიერ ე.წ. წითელი დროშით არის მონიშნული.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)