|
2019-04-16 17:06:50, 1526 ნახვა
რეგიონი
ბათუმში კონცერტი „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ ჩატარდება
17 აპრილს, ბათუმში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ფონდის „ქართული გალობა“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება. საღამოზე, რომლის სახელწოდებაცაა „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. ღონისძიებაზე ასევე, იგეგმება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „ბერმუხა“ და „ელესა“. ბათუმამდე აღნიშნული კონცერტი 15 აპრილს, თბილისში, რუსთაველის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა. ქართველთა შორის ინეგოლის ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. მათ რეპერტუარშია აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც. რთული პოლიტიკური ვითარების გამო მე-20 საუკუნის ბოლომდე ინეგოლში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, ამიტომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 1960-იან წლებში გოლდის მიერ ჩაწერილი და დღემდე შემონახული სიმღერები და ცეკვები, რომელიც კონცერტზე იქნება წარმოდგენილი, მინიმუმ 150 წლის ხნოვანებისაა. პროექტის მიზანია ქართულ საზოგადოებას გააცნოს თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების მიერ საუკუნენახევრის მანძილზე დიდი სიყვარულით შემონახული უნიკალური სასიმღერო და საცეკვაო კულტურა.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)