12:26 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 14:12:13, 1652 ნახვა

საზოგადოება
TI-ის კვლევა - 31% ფიქრობს, რომ საჯარო სამსახურში მოსახვედრად ნაცნობობაა საჭირო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კორუფციის შესახებ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის მთავარ პირობად ნაცნობობას ასახელებს.  

ამავე კვლევის მიხედვით, საჯარო სამსახურში მოხვედრის მთავარ ფაქტორად განათლებას 28% ასახელებს, 19%-ის აზრით ეს პროფესიონალიზმი და სამუშაო გამოცდილებაა, 5% კი, მიიჩნევს, რომ მთავარი ნიჭი და შრომისმოყვარეობაა. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა „კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics