19:23 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 10:36:08, 486 ნახვა

პოლიტიკა
არგენტინასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

არგენტინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“.  ​

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტთა მინისტრმა, ექტორ ტიმერმანმა.

დოკუმენტი ორივე მხარის მიერ შესაბამისი შიდასახელწიფოებრივი პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში შევა ძალაში. 

არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ერთხმად აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გააქტიურებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში.

ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა კულტურის სფეროში თანამშრომლობის, საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებებს; მემორანდუმს საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური დასავაჭრო  თანამშრომლობის შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებს შორის საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებების იმპლემენტაცია განაპირობებს საქართველოსა და არგენტინას შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა არგენტინის ვიცე-პრეზიდენტსა და სენატის თავმჯდომარეს ამადო ბუდუს, ასევე საჯარო ლექცია წაიკითა არგენტინის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში.

ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 24-26 ივნისს​ ოფიციალური ვიზიტით ურუგვაისა და ჩილეს ეწვევა, სადაც გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები. ორივე ქვეყანასთან ხელი მოეწერება ორდინალური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics