17:42 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 09:12:23, 522 ნახვა

საზოგადოება
ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ოლიმპიადის მომსწრენი გავხდებით

დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ოლიმპიადის მომსწრენი გავხდებით, რაც არის ამაღელვებელი თითოეული ჩვენგანისთვის, ვინაიდან  პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური ობიექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ოლიმპიური ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემოწმების გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საორგანიზაციო კომისიის  სხდომის დასრულების შემდეგ, დაუგეგმავად მიიღო.

მთავრობის მეთაური ოლიმპიურ სოფელს ეწვია, შემდეგ კი „თბილისი 2015“-ისთვის განკუთვნილი ახალი სპორტული ობიექტები–მძლეოსნობის დარბაზი, ტანვარჯიშის არენა, საცურაო აუზები, ფრენბურთის არენა მოინახულა და გარე პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელობანია, რომ  საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ღონისძიებებას.

„ეს არის დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის და ამავდროულად უზარმაზარი  პრივილეგია.  დამამათავრებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ხდება დასუფთავება. ველოდებით ოლიმპიადას და ველოდებით ბევრ სტუმარს, თბილისი ივლისის ბოლოს იქნება ძალიან დატვირთული. ოლიმპიადის დასრულებისთანავე, ორ კვირაში ველოდებით უეფა-ს სუპერ თასის ფინალს, რაც ასევე იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება ბევრი  ტურისტები და ვიზიტორი ჩამოვიდეს თბილისში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოლიმპიური ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ორ კვირაში დასრულდება.

2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics