|
2019-04-03 13:14:11, 1674 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება. ამჯერად, რეგიონის ტურისტული პროდუქტებს კიევისა და კატოვიცეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გაეცნენ, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვიზიტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. კიევში დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ხოლო კატოვიცეში დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი. პოლონეთი და უკრაინა იმ ძირითად სამიზნე ქვეყნებს შორისაა, სადაც დეპარტამენტი აჭარის რეგიონის რეკლამირებას სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით წლებია ანხორციელებს. მათ შორის ონლაინ რეკლამით, გარე რეკლამით, პრეს და ინფოტურების ორგანიზებით, რომელთა შედეგადაც პოლონეთისა და უკრაინის წამყვან მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ რეპორტაჟები, სტატიები, გადაცემები და სიუჟეტები ქვეყნდება. რეგიონში გაზრდილია უკრაინელი და პოლონელი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც. 2018 წელს, უკრაინიდან აჭარას წინა წელთან შედარებით 44-ით მეტი, ხოლო პოლონეთიდან 11,5%-ით მოგზაური სტუმრობდა. დღეს, ასევე დაიწყო მინსკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაც, სადაც აჭარა დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი. ჯამში, წლის განმავლობაში რეგიონის პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მოხდება.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)